სუდანში, მომიტინგეებსა და სამხედრო ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში მომიტინგეებსა და სამხედრო ძალებს შორის შეტაკებების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.საპროტესტო გამოსვლები ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებასა და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების დაკავებას მოჰყვა.

სუდანის სუვერენული საბჭოს ხელმძღვანელმა, გენერალმა აბდელ ფატაჰ აბდელრაჰმან ბურჰანმა საბჭო და მინისტრთა კაბინეტი დაითხოვა და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

მისი თქმით, დროებითი მთავრობის წარდგენა ნოემბრის ბოლომდე მოხდება, საპარლამენტო არჩევნები კი ქვეყანაში 2023 წლის ივლისში ჩატარდება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში განვითარებულ მოვლენებს „დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს“.

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და რეგიონალურ პარტნიორს, გარდამავალი პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნონ“, - ნათქვამია ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

ამასთან, გაერომ სუდანის უსაფრთხოების ძალებს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს