პოლონეთის პრემიერი - ევროკავშირი მოთხოვნებს იარაღის თავში მიბჯენით გვიყენებს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ თუკი ევროკავშირი ვარშავისთვის დაფინანსების შეჩერებით „მესამე მსოფლიო ომს“ დაიწყებს, პოლონეთი თავს ნებისმიერი იარაღით დაიცავს.

„ევროკავშირი მოთხოვნებს იარაღის თავში მიბჯენით გვიყენებს. რა მოხდება, თუ ევროკომისია მესამე მსოფლიო ომს დაიწყებს? თუ ისინი მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ, ჩვენს უფლებებს ნებისმიერი იარაღით დავიცავთ. ვგრძნობთ, რომ ეს უკვე დისკრიმინაციული და დიქტატურული ტიპის მიდგომაა. მაგრამ თუ ეს კიდევ გაუარესდება, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენი სტრატეგიის მიხედვით“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა The Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, ბრიუსელმა უარი უნდა თქვას იურიდიული და ფინანსურის სანქციებით მუქარაზე, თუ მას პოლონეთთან უთანხმოების მოგვარება სურს.

ევროკომისია პოლონეთს მილიარდობით ევროს ოდენობის დაფინანსების შეჩერებით დაემუქრა მას შემდეგ, რაც ქვეყნის სასამართლომ 7 ოქტომბერს დაადგინა, რომ ევროკავშირის კანონმდებლობის ზოგიერთი ელემენტი ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა და ასევე დაადასტურა, რომ ქვეყნის კონსტიტუციას ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესობა აქვს. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკომისია ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ პოლონეთს ევროკავშირის ღირებულებების შერყევის საშუალება არ მისცეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს