ბადრი ჯაფარიძე - კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს - ვსაუბრობთ ძალიან დიდ რისკებზე და  "ქართული ოცნების" არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არ უნდა აიღოს ეს რისკი

კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა შესრულდეს - "ქართული ოცნების" არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არ უნდა აიღოს რისკი,- ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს.

"მე როგორც გავიგე კონსოლიუმის გადაწყვეტილება იყო, რომ აუცილებელია გარკვეული კვლევების ჩატარება, ამისთვის აუცილებელი აპარატურა არ არის ციხის საავადმყოფოში, შესაბამისად, კონსილიუმის რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინონ და არ უნდა იქნას მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვსაუბრობთ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე. ვსაუბრობთ ძალიან დიდ რისკებზე და "ქართული ოცნების" არც ერთმა პოლიტიკურმა პირმა, რაც არ უნდა ანგაჟირებული იყოს, არ უნდა აიღოს ეს რისკი", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა