აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 1 477 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 21 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 517 802 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 485 232 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 6915 კი - გარდაიცვალა.
გამოცემა Bloomberg-ის მონაცემებით, აზერბაიჯანში მოსახლეობის 43.2 % სრულადაა ვაქცინირებული.