გაერო - ავღანეთს საკვებთან დაკავშირებული უიმედო კრიზისი ემუქრება

მილიონობით ავღანელი ამ ზამთარს შიმშილის წინაშე აღმოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ ამის აღსაკვეთად თუ გადაუდებელი ზომების მიღება არ მოხდება, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის(WFP) განცხადებაშია აღნიშნული.

კერძოდ, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ ბაზლის განცხადებით, ავღანეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს, დაახლოებით 22.8 მილიონ ადამიანს, საკვების მწვავე ნაკლებობა ემუქრება, 5 წლამდე ასაკის 3.2 მილიონ ბავშვს კი - არასაკმარისი კვება.

"ავღანეთში ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი მძიმე, ან, შესაძლოა, უმძიმესი - ჰუმანიტარული კრიზისია. კატასტროფისკენ მივდივართ და თუკი ახლავე არ ვიმოქმედებთ, ხელში ნამდვილი უბედურება შეგვრჩება“, - აღნიშნა გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა.

სექტემბერში საერთაშორისო საზოგადოებამ ავღანეთისთვის დახმარების სახით მილიარდ დოლარზე მეტის გამოყოფის პირობა დადო, თუმცა მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ეს ზღვაში წვეთია და მდგომარეობის გამოსასწორებლად თვეში დაახლოებით 220 მილიონი აშშ დოლარია საჭირო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა