„ევროპის უნივერსიტეტის“ პროფესორმა გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულ  პროექტში მიიღო მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტის“ გლობალიზაციის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი ბედიანაშვილმა გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის - “საქსტატის ინფრასტრუქტურის გაძლიერება და შესაძლებლობების განვითარება" ფარგლებში ორგანიზებულ სემინარში მიიღო მონაწილეობა.

„ევროპის უნივერისტეტის“ ინფორმაციით, სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, რომლებიც სემინარში მონაწილეობდნენ, შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების ძირითად მიმართულებებს, საქსტატის მიერ შემუშავებულ პროდუქტებს, 2020-2023 წლების განვითარების სტრატეგიასა და სტატისტიკური მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიურ თავისებურებებსა და გამოყენებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცვნენ.

„აღსანიშნავია, რომ სემინარის მუშაობის პროცესში საქსტატის აღმასრულებელ დირექტორსა და ამავდროულად ღონისძიების მოდერატორს გოგიტა თოდრაძესა და ევროპის უნივერსიტეტის გლობალიზაციის პრობლემების კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის გივი ბედიანაშვილის წინასწარი მოლაპარაკებით, უახლოეს მომავალში, ევროპის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის უშუალო ჩართულობით სამეცნიერო-კვლევით და სასწავლო-საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება დაიგეგმა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა