წეროვნის საავტომობილო გზაზე სატვირთო ავტომობილი იწვის.ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.