ბადრი ჯაფარიძე - 30 ოქტომბერს უნდა დავიწყოთ უზარმაზარი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში - ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ფუნქცია, რომელიც ყოველთვის ჰქონდა ისტორიულად

თქვენ 2 ოქტომბერს გადადგით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როდესაც უარი უთხარით ქვეყნის დარჩენას ჭაობში, როდესაც უარი თქვით ქვეყნის ვარდნაზე და გააჩინეთ შანსი, ქუთაისში დაიწყოს მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც თითოეულ თქვენგანზე დადებითად აისახება და ეს მოხდება მეორე ტურის დღიდანვე, როდესაც ხატია დეკანოიძე და მისი გუნდი გაიმარჯვებს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ქუთაისში, კოალიციური მთავრობის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, კოალიციური მთავრობა ქვეყნის უკეთესი მართვის შესაძლებლობას იძლევა.

ბადრი ჯაფარიძემ ამომრჩეველს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„ეს კოალიცია არის გამორჩეული სწორედ იმით, ის ვინმეს წინააღმდეგ კი არ იქნება, ის შეიქმნა ქუთაისელებისთვის, იმისათვის, რომ თქვენ გემსახუროთ, - ასეთი კოალიცია შევქმენით ჩვენ, რომელიც შედგება გამორჩეული ადამიანებისგან, თითოეული მათგანი არის დიდი რესურსის, დიდი გამოცდილების, დიდი წარმატების მატარებელი. სწორედ ეს არის გამორჩეული მახასიათებელი ამ კოალიციის, - ინტელექტი, გამოცდილება, მიძღვნა თავისი თანამოქალაქეებისადმი. ასეთი კოალიცია მოგვცემს საშუალებას, ყველას ვაჩვენოთ, თუ როგორი დიდი განსხვავება მოაქვს ერთობლივად მრავალფეროვნებაზე დაყრდნობილ ერთობას, ერთობლივად საქმიანობას ერთპარტიულ ჰეგემონიასთან, რომელმაც ქვეყანა ჭაობში შეიყვანა, რომელიც მხოლოდ ერთი ადამიანის ერთგულებაზე არის დაყრდნობილი. ეს ადამიანები გაერთიანებული არიან ღირებულებების ირგვლივ, ქუთაისის ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე არის თბილისში, ბათუმში, - ეს კოალიციები სწორედ იმის გამო შეიქმნა, რომ ვაჩვენოთ უპირატესობა ერთობლივი და ერთმანეთის კონტროლზე დაფუძნებული მართვის და ეს უპირატესობა მალე გარდაიქმნება თქვენს კეთილდღეობაში. 30 ოქტომბერს ჩვენ უნდა დავიწყოთ უზარმაზარი ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში, ქუთაისში და ქუთაისმა უნდა დაიბრუნოს ის ფუნქცია, რომელიც ყოველთვის ჰქონდა ისტორიულად საქართველოსთვის და ეს ფუნქცია დაბრუნდება კოალიციური მმართველობის პირობებში. მინდა ყველას მოგიწოდოთ, 30-ში ერთხმად მივცეთ ხმა ცვლილებებს და კოალიციურ მმართველობას ქუთაისში“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა