ლევან იოსელიანი - არ მესმის ეს გაჯიუტება, ადამიანს თუ მკურნალობა სჭირდება, უნდა უმკურნალო იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის

„მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს.

მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განმარტა, თუ რატომ არ მოინახულა ექსპრეზიდენტი რუსთავის №12-ე პენიტენციურ დაწესებულებაში.

იოსელიანი ფიქრობს, რომ სააკაშვილს შიმშილობა კარგს არაფერს მოუტანს და არც პოლიტიკურ პროცესზე იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას.

„ადამიანის მონახულების წინააღმდეგი კი არ ვარ, უამრავ პატიმართან დავდიოდი მთელი ჩემი ცხოვრება მოსანახულებლად, მაგრამ რომ შეხვიდე და დაელაპარაკო, უნდა იცოდე, რომ ამას რაღაც შედეგი ექნება. რისთვის უნდა მივიდე, მიხეილ სააკაშვილი ახლა ჩემს ნათქვამს არ გაითვალისწინებს, თავისი პარტიის წევრებს არ უსმენს, რასაც ურჩევენ და ეუბნებიან, მით უმეტეს ჩემსას არ მოისმენს. ახლა შევიდე და ვიკეკლუცო, რომ აი, სააკაშვილთან შევედი, ამის გულისთვის შესვლას რა ფასი აქვს. რეალური შედეგი ამას არ ექნება. დარწმუნებული ვარ, შიმშილობას არ შეწყვეტს, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ მან შიმშილობა უნდა შეწყვიტოს იმიტომ, რომ ეს მას კარგს არაფერს მოუტანს და საბოლოოდ, არც იმ პოლიტიკურ პროცესს მისცემს რამეს, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, მაგრამ მისი გადაწყვეტილებაა...“,-განაცხადა მან.

იოსელიანის თქმით, გაუგებარია ხელისუფლების პოზიცია, თუ რატომ არ გადაჰყავთ მიხეილ სააკაშვილი სხვა, მრავალპროფილურ კლინიკაში.

„არ მესმის ეს გაჯიუტება, თუ საჭირო იქნება, იქაც უნდა გადაიყვანონ, რომ ეს არ იყოს ზედმეტი აჟიოტაჟის თემა. ადამიანს თუ მკურნალობა სჭირდება, უნდა უმკურნალო იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არის” , - განაცხადა იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა