რეჯეფ თაიფ ერდოღანი - საელჩოებმა ჩვენი ქვეყნის ცილისწამებისგან უკან დაიხიეს, მჯერა, ეს ელჩები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ

საელჩოების მიერ დღეს გაკეთებული ახალი განცხადები ჩვენი ქვეყნისა და ერის მიმართ ცილისწამებისგან უკან დახევა იყო. მჯერა, რომ ეს ელჩები მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებით განცხადებების გაკეთებისას, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, თურქეთის მიზანი კრიზისის შექმნა არ არის.

"ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა კრიზისების შექმნა, ჩვენი მიზანია ჩვენი ქვეყნის უფლებების, კანონების, პატივისა და სუვერენიტეტის დაცვა", - აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც იმ საელჩოებმა, რომელთა ელჩების პერსონა ნონ-გრატად გამოცხადებასაც გეგმავდა, გაავრცელეს განცხადებები, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი იცავენ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლს, რომელიც დიპლომატებს მიმღები სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების დაცვას, ასევე ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, 23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს 10 ქვეყნის ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დაავალა, რომლებმაც თურქეთის ხელისუფლებას დაპატიმრებული თურქი ბიზნესმენის, ოსმან კავალას დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო