ეგვიპტის პრეზიდენტმა, პირველად წლების მანძილზე, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გააუქმა

ეგვიპტის პრეზიდენტმა, აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ ქვეყანაში წლების წინ დაწესებული საგანგებო მდგომარეობის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აბდელ ფათაჰ ალ-სისიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა.

„ეგვიპტე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოაზისი გახდა რეგიონში. ამიტომ პირველად წლების განმავლობაში მე გადავწყვიტე, გავაუქმო საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე“, – აცხადებს ეგვიპტის პრეზიდენტი.

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა 2017 წლის აპრილიდან მოქმედებდა, მას შემდეგ, რაც ეკლესიებში აფეთქებები და თავდასხმები განხორციელდა, რასაც 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ყოველ 3 თვეში ხანგრძლივდებოდა.

საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლებას ორდერის გარეშე დაკავების, ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის სწრაფად განხორციელებისა და სპეციალური სასამართლოების შექმნის უფლებამოსილებას ანიჭებდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო