Euronews - ბელარუსიდან ევროკავშირში მოხვედრილი მიგრანტების შესაკავებლად გერმანია-პოლონეთის საზღვარს ასობით პოლიციელი იცავს

ბელარუსიდან ევროკავშირში მოხვედრილი მიგრანტების შესაკავებლად, გერმანია-პოლონეთის საზღვარს ასობით პოლიციელი იცავს. Euronews-ის ინფორმაციით, ასობით მიგრანტი ამჟამად პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

“ასობით ოფიცერი საკუთარ მოვალეობას დღისა და ღამის მანძილზე ასრულებს და თუ საჭირო გახდება, მე მზად ვარ მათი დანაყოფები კიდევ უფრო გავაძლიერო. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ მოდის ჩვენთან. კანონიერია, რომ დავიცვათ ქვეყნის საზღვარი ისე, რომ მისი უკანონოდ გადაკვეთა არ მოხდეს“, - განაცხადა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჰორსტ ზეჰოფერმა.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაა იმ მიგრანტთა რიცხვი, რომელიც ბელარუსის გავლით ევროკავშირის ტერიტორიაზე ცდილობენ მოხვედრას, მნიშვნელოვნად გაიზარდა. შექმნილი მდგომარეობის გამო პოლონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა