სუდანში მომხდარი არეულობის დროს 7 ადამიანი დაიღუპა, 140 კი დაშავდა

სუდანში ჯარისკაცებსა და ქუჩის მომიტინგეებს შორის შეტაკების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 140 კი - დაშავდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სუდანში სამხედროებმა გარდამავალ მთავრობას ძალაუფლება წაართვეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს.

გენერალმა აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა სამხედრო-სამოქალაქო სუვერენული საბჭო დაშალა, რომელიც ორი წლის წინ, ავტოკრატი მმართველის, ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ ქვეყნის დროებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა.

აბდელ ფატაჰ ალ-ბურჰანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი თქმით, დროებითი მთავრობის წარდგენა ნოემბრის ბოლომდე მოხდება, საპარლამენტო არჩევნები კი ქვეყანაში 2023 წლის ივლისში ჩატარდება.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ სუდანში განვითარებულ მოვლენებს „დიდი შეშფოთებით ადევნებს თვალს“.

„ევროკავშირი მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და რეგიონალურ პარტნიორს, გარდამავალი პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნონ“, - ნათქვამია ჟოზეფ ბორელის განცხადებაში.

ამასთან, გაერომ სუდანის უსაფრთხოების ძალებს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გაერო-ს უშიშროების საბჭო სუდანის საკითხზე დღეს, დახურულ კარს მიღმა იმსჯელებს.

სუდანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა თეთრი სახლიც.

„ვგმობთ სამხედროების ქმედებებს და მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პრემიერ-მინისტრი და სხვა პირები,“- აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კი აცხადებენ, რომ სუდანს 700 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ეკონომიკურ დახმარებას შეუჩერებენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა