დიმიტრი საძაგლიშვილი - ყველა მცდელობა, მე-18 დაწესებულება წარმოაჩინონ ადეკვატურად მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად, არის მტკნარი სიცრუე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ყველა მცდელობა, რომ მე-18 დაწესებულება მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად ადეკვატურად წარმოაჩინონ, არის მტკნარი სიცრუე.

მისივე თქმით, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში რეანიმატოლოგი არ იყო და სახალხო დამცველის ვიზიტის შემდეგ დანიშნეს.

„ჩვენ უკვე ვნახეთ ასეთი შემოწმება მიუკერძოებელი სუბიექტის, სახალხო დამცველის მხრიდან, რომელმაც გაგზავნა ექსპერტები და დადო შეფასება, რომ არ შეესაბამებოდა იმ კრიტერიუმებს, რომელიც განსაზღვრა კონსილიუმმა. ამის შემდეგ, ყველა მცდელობა წარმოაჩინონ მე-18 დაწესებულება ადეკვატურად მიხეილ სააკაშვილისთვის მკურნალობის გასაწევად, არის მტკნარი სიცრუე. რეანიმატოლოგი არ იყო და სახალხო დამცველის ვიზიტის შემდეგ დანიშნეს. ცდილობენ გამოასწორონ შეფასებები და ალბათ, ახალი საავადმყოფოს აშენებას ვერ ასწრებენ ფიზიკურად გლდანის ციხის ტერიტორიაზე და ამიტომ არის ამ დრომდე ასეთი განცხადებები გაკეთებული, თორემ ააშენებდნენ ახალ ჰოსპიტალსაც”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა