გაერო - თუ გარემოს დაბინძურება ამ ტემპით გაგრძელდა, საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს

თუ გარემოს დაბინძურება და სათბური გაზების გამოყოფა ამ ტემპით გაგრძელდა საუკუნის ბოლომდე მსოფლიოში ჰაერის ტემპერატურა 2.7 °C-ით მოიმატებს, - ამ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, COP26 (2021 წლის გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენცია), რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება, ერთადერთი საშუალებაა ქვეყნებმა კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად ერთიანი გეგმა შეიმუშავონ.

გაეროს ანგარიშის თანახმად, გლობალურ დათბობას ძირითადად გარემოს დაბინძურება, სათბური აირების გამოყოფა, ტყეების ჩეხვა და ხანძრები იწვევს.

ორგანიზაციის პროგნოზით, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა 1.5°C-ით გაიზრდება.

„ჩვენ მაქსიმუმ რვა წელი გვაქვს იმისათვის, რომ შევადგინოთ გეგმები, განვახორციელოთ ისინი და შევამციროთ პლანეტაზე მიმდინარე პროცესები“, - აცხადებს გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელი დირექტორი ინგერ ანდერსენი.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე