საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონელ კოლეგას უმასპინძლა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი იმყოფება, რომელსაც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ კალე ლაანეტს უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროკავშირსა და ნატო - ში ინტეგრაციის კუთხით ესტონეთის მხარდაჭერა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ესტონეთის მხარდაჭერაზე უწყების ინსტიტუციური განვითარების, სამხედრო განათლებისა და ერთობლივი წვრთნების მიმართულებით. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული კიბერუსაფრთხოების ინიციატივის განხორციელების საქმეში ესტონეთის მნიშვნელოვან წვლილს.

საუბარი, ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. თავდაცვის უწებაში გამართული ორმხრივი შეხვედრის შემდეგ კოლეგებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ესტონელ კოლეგას ვიზიტისთვის და უწყებებს შორის არსებული სამაგალითო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა”, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბურჭულაძის თქმით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას კვლავ განაგრძობენ.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, უდიდესი მნიშვნელობა აქვს რეგიონის უსაფრთხოებისთვის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობებისა და თავდაცვის ძალების განვითარებისათვის“, - განაცხადა მინისტრმა.

კალე ლაანეტის განცხადებით, საქართველოსა და ესტონეთს სამხედრო სფეროში ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებთ. მისივე თქმით, მჭიდრო თანამშრომლობა და სამხედრო სფეროში გამოცდილების გაზიარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა