ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა კალე ლაანეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მათივე ცნობით, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი გმირთა მოედანზე დელეგაციის წევრებთან და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილესთან - გენერალური შტაბის უფროსთან, ბრიგადის გენერალ ჯონი ტატუნაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

„ესტონელ კოლეგას თავდაცვის სამინისტროში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მხარეებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს ეროვნულ გვარდიაში, კიბერუსაფრთხოების ბიუროსა და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში”, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა