ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ ყირიმის ოქროს არტეფაქტების უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყირიმის ოქროს არტეფაქტების უძველესი კოლექცია, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებენ როგორც უკრაინა, ასევე რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მუზეუმები, უკრაინის სახელმწიფოს უნდა დაუბრუნდეს.

ოქროს ნივთები, მათ შორის ოქროს სკვითური ჩაფხუტი და ოქროს ყელსაბამი, ნიდერლანდების ალარდ პირსონის მუზეუმში იყო გამოფენილი, როდესაც რუსეთმა 2014 წელს ყირიმის ანექსია მოახდინა.

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის მუზეუმებმა მოითხოვეს, რომ ოქრო ნახევარკუნძულზე დაბრუნებულიყო, თუმცა, ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის ეროვნული კულტურული ინტერესები აღემატება ყირიმის მუზეუმების ინტერესებს.

„ალარდ პირსონის მუზეუმი აღარ არის ვალდებული დააბრუნოს ნამუშევრები ყირიმის მუზეუმებში. უკრაინის სახელმწიფოს უფლებები, რომელიც ეფუძნება [უკრაინის] მუზეუმების კანონს, უპირატესია“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

ნიდერლანდების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკის გამოეხმაურა.

„ჩვენ ყოველთვის ვიბრუნებთ იმას, რაც ჩვენია, „სკვითური ოქროს“ შემდეგ ყირიმს დავიბრუნებთ“, - წერს ზელენსკი „ტვიტერში“.

2016 წელს ამსტერდამის ქვედა ინსტანციის სასამართლომ პირსონის მუზეუმს ექსპონატების უკრაინის მთავრობისთვის გადაცემა დაავალა, თუმცა ეს გადაწყვეტილება რუსეთმა გაასაჩივრა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო