აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტებმა 5-11 წლის ბავშვების “ფაიზერის“ ვაქცინით აცრას მხარი დაუჭირეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის ექსპერტთა ჯგუფმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით აცრის რეკომენდაცია გასცა.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ვაქცინაციის სარგებელი რისკებს აღემატება.

გადაწყვეტილებას მხარი კომიტეტის 17 წევრმა დაუჭირა, ერთმა კი - თავი შეიკავა.

სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია ვალდებული არ არის, ექსპერტების რჩევა გაითვალისწინოს, თუმცა, ის, როგორც წესი, მათ რეკომენდაციას ეთანხმება. თუკი ადმინისტრაცია ამ ასაკობრივ ჯგუფში შემავალი ბავშვებისთვის აცრის განხორციელების ნებართვას გასცემს, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მომავალ კვირაში შეიკრიბება იმისთვის, რომ ვაქცინის გამოყენების რეკომენდაცია გასცეს. საბოლოო სიტყვა კი ცენტრის დირექტორს ეკუთვნის.

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ით მძიმედ დაავადებისა და გარდაცვალების შემთხვევები ბავშვებში, მოზრდილებთან შედარებით იშვიათია, არავაქცინირებულ ბავშვებში დაინფიცირების შემთხვევები, „დელტა“ ვარიანტის გამო, გაიზარდა. ამერიკის პედიატრიის აკადემიის მონაცემები აჩვენებს, რომ კორონავირუსით 500-ზე მეტი ამერიკელი ბავშვი გარდაიცვალა.

კომპანიების, „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ განცხადებით, მათმა ვაქცინამ 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კოროვირუსის წინააღმდეგ 90.7%-იანი ეფექტურობა აჩვენა.

თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ბავშვების „ფაიზერის“ ვაქცინით აცრის გეგმა რამდენიმე დღის წინ წარადგინა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მათი მიზანია აშშ-ში რაც შეიძლება მალე აიცრას 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვი, რათა ქვეყანაში ვირუსის გავრცელება შეჩერდეს. „ფაიზერმა“ აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) საკუთარი ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების მიზნით დამტკიცების თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა