ბელგიაში კოვიდშეზღუდვები ხელახლა წესდება

კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებისა და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის ზრდის ფონზე, ბელგიაში გარკვეული შეზღუდვები კვლავ ამოქმედდება.

მედიის ინფორმაციით, 29 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდება, პირბადეები უნდა ატარონ ასევე კაფეების, რესტორნებისა და ფიტნეს დარბაზების თანამშრომლებმა. ამასთან, საზოგადოებრივ ადგილებში შესასვლელად აუცილებელი იქნება კოვიდპასპორტის წარდგენა.

„ჩვენი დაცვის კედლები უნდა ავწიოთ“, - განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდერ დე კრომ.

ბელგიაში, ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ბოლო კვირის განმავლობაში 75%-ით გაიზარდა და 5 299 შემთხვევას მიაღწია. ამასთან, 69%-ით გაიზარდა ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო