მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი - ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს და უკრაინაში დამაბრუნეს

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი ევგენი გრუშოვეცი აცხადებს, რომ საქართველოში შესვლაზე ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს.

„ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. თბილისის აეროპორტში არ შემიშვეს. არც კი ამიხსნეს მიზეზი. გამომართვეს პასპორტი, გადასცეს ის ეკიპაჟის მეთაურს. მე ავუხსენი, რომ მიხეილ სააკაშვილთან ჩამოვედი, თუმცა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში,“- წერს გრუშოვეცი „ფეისბუქში“.

ადვოკატის თქმით, ბორტგამცილებელმა მას „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდა. „ახლა კიევში პასპორტის გარეშე ვბრუნდები,“- აცხადებს ადვოკატი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა