სომხეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 2074 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 39 ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 6151-მდე გაიზარდა.
პანდემიის დაწყების დღიდან, საერთო ჯამში, სომხეთში 300 143 პირი დაინფიცირდა, 263 716 კი - ვირუსისგან გამოჯანმრთელდა.
გამოცემა Bloomberg-ის ბოლო ინფორმაციით, სომხეთში, ამ დრომდე, სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 7.1%. ქვეყანაში ვაქცინაცია „ასტრაზენეკას“, „სპუტნიკის“, „სინოფარმის“, „კორონავაკისა“ და „მოდერნას“ ვაქცინებით მიმდინარეობს.