სუდანის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს დააკავეს, გაათავისუფლეს

სუდანის პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდოკი, რომელიც სამხედროებმა დააკავეს, გაათავისუფლეს და შინ იმყოფება, - ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ჰამდოკის გათავისუფლებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ის მიესალმება სუდანის პრემიერ-მინისტრის გათავისუფლებას, თუმცა სამხედროებს სხვა სამოქალაქო ლიდერების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

მანამდე, სუდანის არმიის ხელმძღვანელმა გენერალმა აბდელ-ფატა ბურჰანიმ განაცხადა, რომ აბდალა ჰამდოკი, თავისივე უსაფრთხოების გამო, საკუთარ სახლში ჰყავდა.

„დიახ, ჩვენ დავაპატიმრეთ მინისტრები და პოლიტიკოსები, მაგრამ არა ყველა მათგანი. აბდალა ჰამდოკი ჯანმრთელადაა და შინ კრიზისის დასრულებისთანავე დაბრუნდება,“- აღნიშნა გენერალმა.

შეგახსენებთ, სუდანში, რამდენიმე დღის წინ სამხედრო გადატრიალება მოხდა. სამხედროებმა პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები დააკავეს და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. გენერალმა აბდელ-ფატა ბურჰანიმ განაცხადა, რომ მან დაშალა სუვერენული საბჭო - სამოქალაქო და სამხედრო პირებისგან შემდგარი ორგანო - ისევე, როგორც პრემიერ-მინისტრის, აბდალა ჰამდოკის გარდამავალი მთავრობა. სუდანში სამხედრო გადატრიალებას ქუჩის საპროტესტო აქციები მოჰყვა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე 7 და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა