მამუკა მდინარაძე - რაღაც პროფესიებზე დაიწყეს ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახიან, „ნაცმოძრაობის“ მედიას ვთხოვ, ნუ დასცინით ხალხს, თავი დაანებეთ მათ დევნას, ბულინგს

არც ერთი ადამიანი არ იქნება თავისუფლების მოედანზე, ვინც თავისი ნებით არ უერთდება ამ აქციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მედიასაშუალებების წარმომადგენლებსაც მიმართა და მოუწოდა დაანებონ თავი იმ ადამიანების ქილიკსა და ბულინგს, რომლებიც „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ აქციაზე დასწრებას გეგმავენ.

„მე გთხოვთ, განსაკუთრებით „ნაცმოძრაობის“ მედიებს, რომ თავი დაანებოთ ხალხის დევნას, ბულინგს, ნუ დასცინით ამ ხალხს. ადამიანი, რომელიც ვერ არის რაღაცაში გარკვეული, სადღაც, რომელიღაც რაიონში წააწყდით და სადმე მიდიხართო ჰკითხეთ და აბულინგებთ და დასცინით, არ არის სწორი საქციელი. გუშინ რაღაც პროფესიებზე დაიწყეთ ხუმრობა და ქილიკი, ზოგს „მეტადონშიკებს“ ეძახით, შემდეგ სიპი-სა და აიპების თანამშრომლებს უკრძალავთ აქციაზე ჩამოსვლას თუ ისინი შვებულებაში არიან მაინც, ნუ აკეთებთ ამას, ძალიან გთხოვთ, იმიტომ, რომ ერთი დღე იქნება, როცა თქვენც შეხედავთ დღევანდელი დღიდან გამომდინარეც, მათ შორის, რომ არ შეიძლება ბოროტებისა და სიცრუის მხარეს დგომა.

ახლა რაც შეეხება იმ ათობით ათას ადამიანს, რომლებიც დღეს თბილისში დედაქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბებიან, შეიძლება რისკადაც კი ჩაგვითვალოთ - სამუშაო დღეს 17:00 საათზე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ უნდა შეუერთდეს ამ აქციას, უბრალოდ ვერ შეუერთდება. მიუხედავად ამისა, თქვენ რაოდენობასაც ნახავთ ჩვენი მხარდამჭერების და ბოროტების წინააღმდეგ მებრძოლის და გულანთებული ადამიანების, ევროპული მომავლის მოსურნე და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უზენაესობის მოსურნე და ამაზე მებრძოლი ადამიანების რაოდენობასაც ნახავთ. ნახავთ იმას, როგორი ანთებულია ეს ხალხი იმისთვის, რომ იყოს რაც შეიძლება მეტი პოზიტივი, განვითარება და არა სულ იცხოვრონ ვიღაცის ბულინგის ქვეშ. „ნაცმოძრაობას“ რაც შეეძლო ფიზიკურად ძალადობდა და ახლა ფსიქოლოგიური და ინფორმაციული თვალსაზრისით ძალადობს ადამიანებზე. ამის წინააღმდეგ გამოდიან ეს ადამიანები და ამიტომ უჭერენ „ქართულ ოცნებას“ მხარს, რომ „ქართული ოცნება“ არის საპირისპირო მოვლენა, საპირისპირო პარტია, რომელიც ფიქრობს პროგრესზე, განვითარებაზე.

არანაირ კონტრაქციაზე აქ საუბარი არ არის, უბრალოდ არის საუბარი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უარს ეუბნება ბოროტებას, სიცრუეს და დგას სიმართლის, სიკეთის და განვითარების მხარეს,“- განაცხადა მდინარაძემ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
“მარტივი გზა შენს ახალ სახლამდე” – Myhome-ის განახლებული დეველოპერული კომპანიების მოდული
„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებზე ზრუნვის 10 წლისთავს აღნიშნავს