ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიას ესტუმრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კალე ლაანეტსა და დელეგაციის წევრებს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა, რომან ჯოხაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა უმასპინძლეს.

ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა ესტონეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული კავშირები, ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხაზგასმით აღნიშნეს და მომავალი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ ესტონეთის მხარეს საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გვარდიის მეთაურმა ესტონელ სტუმრებს საქართველოს ეროვნული გვარდიის ამოცანები, ფუნქციები და მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ინსტრუქტორთა მომზადებისა და ლიდერობის კურსებს, რომლებსაც საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლებს ესტონელი ინსტრუქტორები უტარებენ.

ცნობისთვის, ესტონეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, კალე ლაანეტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ჯუანშერ ბურჭულაძე მასპინძლობს. ვიზიტის განმავლობაში ესტონეთის დელეგაციის წევრები ეროვნული გვარდიის გარდა, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (JTEC) კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც მოინახულებენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა