უკრაინის ომბუდსმენი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმართავს მოთხოვნით, საჭიროების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს სამედიცინო დახმარება კლინიკა „ვივა მედში“ აღმოუჩინონ.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პენიტენციურ სამსახურსა და აღნიშნულ კლინიკას შორის არსებობს შეთანხმება და დაახლოებით 600-მდე მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება სწორედ ამ კლინიკაში გაუწიეს.

„იმის გათვალისწინებით, რაც განაცხადა ჩემმა კოლეგა საქართველოს ომბუდსმენმა და რაც განაცხადა თავად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილმა იმასთან დაკავშირებით, რომ მას არ სურს და გააკეთებს ყველაფერს, რათა არ გადავიდეს იმ კლინიკაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ისეთი პაციენტებისთვის დახმარების გასაწევად, როგორიც დღეს არის მიხეილ სააკაშვილი, მე მივმართავ პენიტენციურ სამსახურს, რომ აუცილებლობის შემთხვევაში, როცა ასეთი საჭიროება დადგება, სააკაშვილი კერძო კლინიკა „ვივა მედში გადაიყვანონ, დახმარების აღმოჩენის მიზნით. გასათვალისწინებელია, რომ არსებობს სპეციალური შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და „ვივა მედს“ შორის და ჩვენ ვიცით, რომ, დაახლოებით, 600-მდე მსჯავრდებულს მსგავსი დახმარება სწორედ ამ ცენტრში გაუწიეს,“- განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

მან ამასთანავე აღნიშნა, რომ სააკაშვილი ძალდატანებითი კვების წინააღმდეგია.

„რაც შეეხება ძალდატანებით კვებას, სააკაშვილმა ცალსახად გამოთქვა თავისი მოსაზრება, რომ ის წინააღმდეგია ძალდატანებითი კვების, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პროტოკოლის მიხედვით, არის ასეთი შესაძლებლობა, რომ უშუალოდ ციხის ექიმი, თუ ხედავს, რომ მოშიმშილე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზღვარზეა მისული, ის კრებს ექიმების ჯგუფს და ისინი იღებენ კოლეგიალურ გადაწყვეტილებას ძალდატანებით კვებასთან დაკავშირებით, მაგრამ სააკაშვილი აცხადებს, რომ ის ამის წინააღმდეგია“, - აღნიშნა უკრაინის ომბუდსმენმა.

მარინა კალიურანდი - დიახ, არჩევნებით საქართველომ დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, გადააბიჯა დემოკრატიულობის ზღურბლს, მაგრამ არის კითხვა, რამდენად გსურთ მხოლოდ ზღურბლს გადააბიჯოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 29.11.2021
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ხელისუფლებისადმი ნდობა დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რა პროგრამებს აანონსებს, არამედ იმაზე, თუ როგორ ასრულებს გაცემულ დაპირებებს
ბიძინა ლებანიძე - საქართველომ და უკრაინამ გერმანიასთან მიმართებაში ფუჭი მოლოდინი არ უნდა შეიქმნას, გერმანია სამხედრო თვალსაზრისით არ ჩაერთვება არც ერთ სამეზობლო კონფლიქტში
განსაკუთრებული ტექ-ინვესტორი საქართველოში - GAABU-ს ახალი წევრი და ტექნოლოგია, რომელიც ცვლის ტელეკომუნიკაციის სამყაროს მომავალს
სილქფესტი ფასდაკლების დღეებს უერთდება - გაეცანით სილქნეტის მთავარ შეთავაზებებს
ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს 114-ე სესია, რომელიც საქართველოში მიმდინარეობდა, დასრულდა
პროგრამა ბალანსი ბიზნესისთვის - როგორია ფინანსების აღრიცხვისა და ავტომატიზაციის თანამედროვე სტანდარტი?
XXI საუკუნის ხელნაწერ „ვეფხისტყაოსანზე“ 18-წლიანი მუშაობა დასრულდა - რა უნდა იცოდეთ ახალ, უნიკალურ გამოცემაზე
საინფორმაციო პორტალი 08.GE - ყველა კითხვაზე პასუხი ერთ სივრცეში
საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო დღეს უმასპინძლებს, რომელიც იუნესკოს ეგიდით ტარდება