ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდა

ესტონეთის თავდაცვის მინისტრი ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში იმყოფებოდა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, კალე ლაანეტი, კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრა.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა, ზაზა ჩხაიძემ და ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა, დავით გაგუამ გაუწიეს. ვიცე-პოლკოვნიკმა, დავით გაგუამ სტუმრებს ცენტრის ისტორიის, საქმიანობის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა სიმულაციური ცენტრიც დაათვალიერა და სამხედრო აღჭურვილობის შესაძლებლობებს გაეცნო.

ცნობისთვის, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კალე ლაანეტი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან უკვე გამართა შეხვედრები თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნულ გვარდიაში. ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის დელეგაცია კიბერუსაფრთხოების ბიუროსაც ესტუმრება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა