უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს

უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი აცხადებს, რომ საქართველოში არ შეუშვეს. „ახლახან გამომიცხადეს ოფიციალურად, რომ საქართველოში არ მიშვებენ. მიზეზები არ დასახელებულა. ამას ცალსახად ვუკავშირებ იმას, რომ წინა დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნით, ორგანიზება გაეწიათ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში ჩემი ვიზიტისთვის. ყველაფერი, რაც მოხდა, არის საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის,“- წერს გორდონი „ტელეგრამში“.

ამასთან, ცოტა ხნის წინ უკრაინის ომბუდსმენმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ ის საქართველოში შემოსვლისას საზღვარზე 40 წუთის განმავლობაში დააყოვნეს და მხოლოდ მისი მხრიდან განხორციელებული გარკვეული ზარებისა და მუქარის შემდეგ შემოუშვეს საქართველოში. მანამდე, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში შესვლაზე ყველანაირი ახსნა-განმარტების გარეშე უარი უთხრეს და უკრაინაში გააბრუნეს. იგივეს აცხადებს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელი მარია ბარაბაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა