ადვოკატის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროტესტის ფორმები უფრო გაამწვავოს

დღეს ციხის ადმინისტრაციამ დაგვახვედრა „სიურპრიზი“, რითაც მიხეილ სააკაშვილს მოუხსნეს დაცვის შესაძლებლობა და ადვოკატებს მოუხსნეს მისი დაცვის განხორციელების შესაძლებლობა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ის ადგილი, რომელსაც ადვოკატები იყენებდნენ, რათა გადაეწოდებინათ წერილები და ამგვარად ეწარმოებინათ დაცული კომუნიკაცია, დღეს ბადით ამოქოლილი დახვდათ.

„ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, ეს ბადე ემსახურება კოვიდისგან დაცვას. ეს არის სამედიცინო აბსურდი, რადგან ბადე არ შეიძლება იყოს ვირუსის შემაკავებელი. ამ ბადეში უბრალოდ წერილს ვერ გაატევ. ეს იყო ერთადერთი დაცული კომუნიკაცია, რადგან ის ოთახი, სადაც შეხვედრები გვაქვს, ისმინება და ჩვენი კომუნიკაციის შემდეგ, მეორე დღეს პრემიერ-მინისტრი განცხადებებს აკეთებს-ხოლმე.

ეს არის სამართლებრივი აბსურდი, რადგან ყველა დაკავებულ ადამიანს აქვს ადვოკატით სარგებლობისა და მასთან კონფიდენციალური ურთიერთობის უფლება. არ შეიძლება ამ კონფიდენციალურობის დარღვევა. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ძალიან იაფფასიან ხრიკს მიმართა. ეს არის ფაქტი, რომელიც მოხდებოდა ძალიან ცოტა ავტორიტარულ ქვეყანაში. იმედია, ხელისუფლება კეთილგონიერებას გამოიჩენს და საშინელი დარღვევა ძალიან მალე აღმოიფხვრება, რათა ადვოკატებმა შევძლოთ მუშაობის ჯეროვანი გაგრძელება. სხვა შემთხვევაში, კანონის გათვალისწინებულ ყველა გზას მივმართავთ, მათ შორის - საქართველოს მე-3 პრეზიდენტიც არ გამორიცხავს, რომ პროტესტის ფორმები უფრო გაამწვავოს. ადვოკატებიც განვიხილავთ ძალიან ბევრ შესაძლებლობას.

მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყოს შესწავლა და გამოკვლეულ იქნას, თუ რამდენად კანონიერი და ლეგიტიმური არის ხელისუფლების ეს ქმედება. ჩვენთვის ცხადია, რომ ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური რეპრესიისა, რომელიც მე-3 პრეზიდენტის მიმართ ხორციელდება, გაუმართლებელი ჩარევა მის უფლებებში და უბრალოდ კრუნჩხვა აგონიაში მყოფი ხელისუფლებისა, რომელსაც შედეგი ვერ მოჰყვება, რადგან აუცილებლად გამოინახება გზა იმისათვის, რომ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდეს კომუნიკაცია ადვოკატებთან“, - განაცხადა თუთბერიძემ.

ადვოკატის თქმით, სამომავლოდ არ გამოირიცხება სააკაშვილის მხრიდან პროტესტის ფორმების გამწვავებაც.

„პროტესტის სხვა ფორმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ არსებობს ამის საშუალებები. იმედია, საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ამის გაკეთება არ დასჭირდება, მათ შორის, მშრალი შიმშილობაც განიხილება“, - აღნიშნა შოთა თუთბერიძემ.

იხილეთ ვიდეო:ადვოკატის განცხადებთ, მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ პროტესტის ფორმები უფრო გაამწვავოს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა