მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმი - ციხის ადმინისტრაციამ არ მომცა წვდომა სააკაშვილის სამედიცინო ისტორიაზე, მისი ანალიზების შედეგებზე

მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ექიმის მაქსიმ პერებინისის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეიდან სამედიცინო მეთვალყურეობაზე ამბობს უარს.

ექიმის განმარტებით, ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილი უარს ამბობს ანალიზებსა და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას უმსუბუქებს შიმშილობის პროცესს.

ამასთანავე, უკრაინელმა ექიმმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას არ მიეცა მიხეილ სააკაშვილის გასინჯვის საშუალება და არ ჰქონდა მის სამედიცინო ისტორიასთან წვდომა, რადგან პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ის დეპუტატის სტატუსით შეუშვა.

„სამწუხაროდ, მე არ მომეცა საშუალება გამესინჯა მიხეილ სააკაშვილი როგორც ექიმს, იმიტომ, რომ სასჯელაღსრულების ადმინისტრაციამ მე შემიშვა როგორც მხოლოდ დეპუტატი. ჩვენ ვსაუბრობდით შუშის მიღმა.

მე ვფიქრობ, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 27 დღის განმავლობაში შიმშილობს, არის პაციენტი, რომელიც საჭიროებს სამედიცინო დაკვირვებას, გარკვეულ მედიკამენტოზურ ანალიზებს. მიშამ თქვა, რომ დღევანდელი დღიდან, იმის გამო, რომ მას უარს ეუბნებიან იურიდიულ დახმარებაზე, ის უარს ამბობს სამედიცინო მეთვალყურეობაზე, ის უარს ამბობს ანალიზებზე და იმ სამედიცინო პროცედურებზე, რომელიც მას უმსუბუქებს შიმშილობის პროცესს.

ამ მომენტისთვის ციხის ადმინისტრაციამ მე არ მომცა წვდომა მის სამედიცინო ისტორიაზე, მისი ანალიზების შედეგებზე, მისი ტესტების შედეგებზე, და ის ინფორმაცია, რომელიც მე მაქვს, მაქვს ჩემი კოლეგა სხვა ექიმებისგან, რომლებსაც აქვთ ურთიერთობა მასთან და ასევე, მაქვს ინფორმაცია თავად მიშასგან. რაც შეეხება დიაგნოზს, ეს არის სამედიცინო საიდუმლოება და მხოლოდ თავად სააკაშვილს შეუძლია ამაზე საუბარი. რაც შეეხება იმას, რამდენად საჭიროებს ის სამედიცინო კონტროლს, რა თქმა უნდა, ეს აუცილებელია და იქიდან გამომდინარე, რომ ის უარს ამბობს ამის მიღებაზე, ეს კიდევ უფრო გაართულებს და გაზრდის რისკებს შიმშილობის პერიოდში“, - განაცხადა მაქსიმ პერებინისმა.

რამაზ საყვარელიძე - საქართველოს რუსეთისკენ მოძრაობის მოტივს ვერ ვხედავ, სამაგიეროდ ვხედავ რუსეთის მოტივს, დაარწმუნოს ყველა, რომ საქართველო მისი ისეთი კარგი მეგობარია, რომ მოსკოვი ფრენებსაც კი აღადგენს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2023
თეონა ლავრელაშვილი - ევროკავშირის ანგარიში თვითკმაყოფილებად არ უნდა ვაქციოთ, მთავარი „საშინაო დავალება“ არის ევროკავშირის 12 რეკომენდაციის მაქსიმალურად შესრულება
საქართველო და პოსტ-საბჭოთა პერიოდის დასასრული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე