ირაკლი კობახიძე - ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისა და სამშობლოსადმი

ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თავისუფლების მოედანზე, მხარდამჭერებთან შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი მომართულია, რომ ქვეყნის სწრაფი განვითარება და წინსვლა უზრუნველყოს.

„მოგესალმებით თავისუფლების მოედანზე შეკრებილ 10 ათასობის ადამიანს, რომელიც აქ თავისუფლების იდეამ კიდევ ერთხელ შეკრიბა. 2012 წელს აქ, ამ მოედანზე შეკრებილმა ადამიანებმა, თავიანთი ერთიანობით საფუძველი ჩაუყარეს ახალ სახელმწიფო წესრიგს, რომელიც დღემდე ადამიანის ღირსების, სახელმწიფოსა და ეკლესიის პატივისცემის, ჰუმანურობისა და თავისუფლების იდეის კარნახით მოქმედებს. მადლობა ჩვენი პარტიის დამფუძნებელ - ბიძინა ივანიშვილს, რომელიც 10 წლის წინ სათავეში ჩაუდგა ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის და ქართველ საზოგადოებასთან ერთად დაამარცხა სიძულვილსა და სიცრუეზე აგებული დანაშაულებრივი რეჟიმი. ჩვენი პარტია „ქართული ოცნება“ დღემდე ამ იდეების ერთგულია და მომართულია, უზრუნველყოს ჩვენი ქვეყნის სწრაფი წინსვლა და განვითარება. ყველა მინდა მოგილოცოთ 2 ოქტომბრის გამარჯვება, რომელშიც თითოეული თქვენგანის წვლილი განსაკუთრებულია. 30 ოქტომბერს ეს გამარჯვება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ. ბრძოლა ღირსებისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და წინსვლისთვის გრძელდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი ქართული ოცნება, ეს არის ოცნება ერთიან საქართველოზე. ჩვენი ოცნებაა გაერთიანებული საქართველო. აფხაზეთისა და ცხინვალის, ჩვენი აფხაზი და ოსი დებისა და ძმების დაბრუნება. ჩვენი ოცნებაა ეროვნული ერთიანობა, სადაც ადამიანებს არ ყოფს სიძულვილი, არამედ აერთიანებს სიყვარული ერთმანეთისადმი, სამშობლოსადმი, ეროვნული ღირებულებებისადმი. ჩვენი ოცნებაა საქართველო ძლიერი ქალაქებით, ძლიერი სოფლებით, ძლიერი ოჯახებით, ჩვენი ოცნებაა, გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ამ ოცნებითა და მიზნებით შეიქმნა ჩვენი პარტია 2012 წელს და სწორედ ეს ოცნება და მიზნები, სამშობლოს სიყვარული და ეროვნული ფასეულობების ერთგულება მოგვცემს ძალას, დაწყებული საქმეები ბოლომდე მივიყვანოთ. სადაც არ არის სამართლიანობა და მშვიდობა, იქ არ არის წინსვლა და განვითარება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ აქცია იმართება. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერები მიმართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა