ანონსი 28 ოქტომბერი

28 ოქტომბერს 10:00 საათზე, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ რუხში სს „საპატრნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველოს“ და USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ მხარდაჭერით, მაღალი ხარისხის ბრიკეტირებული ნახშირის საწარმო გაიხსნება.

საკონტაქტო: 577 261064

28 ოტქომბერს, 11:00 საათზე, უფლებადამცველი ალექსანდრე კობაიძე, მთავარ პროკურატურაში, რუსთავში ერთ-ერთი სავაჭრო ქსელის დირექტორის მხრიდან თანამშრომლების შესაძლო პოლიტიკური ნიშნის დევნის ფაქტზე, საჩივარს შეიტანს.

მის: გორგასალის 24 (მთავარი პროკურატურა).

საკონტაქტო: 598549484

28 ოქტომბერს,11:00 საათზე, საია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მე-3 შუალედური ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: კახიძის #15

28 ოქტომბერს, 11:00 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ოქტომბერს, 11:15 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში მუხროვანის ამბოხის შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის და, ლია კრიალაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

28 ოქტომბერს, 12.00 საათზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

28 ოქტომბერს, 12:00 საათზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

მის: ერწოს ქუჩა 11.

საკონტაქტო: 571 504631

28 ოქტომბერს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სტერეო +-ის 2012 წლის დარბევის საქმეზე, პროცესი გაიმართება.

28 ოქტომბერს, 14:00 საათზე, სსსტც „დელტას“ ბაზაზე გაიხსნება ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეი“, რომელიც ნატოს სტანდარტის GI-4 (5.56) ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებს. ღონისძიების გაშუქების მსურველ მედიის წარმომადგენლებს გთხოვთ, მობრძანდეთ სსსტც “დელტას” შესასვლელთან 13:00 საათზე.

მის: ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 191

საკონტაქტო პირი: სალომე ჩხეიძე 555 505 758

28 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათთბირო ოთახი C-N117

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა