აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი - დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ვაქცინის მე-4 დოზის მიღება შეუძლიათ

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ვაქცინის მე-4 დოზის მიღების შესაძლებლობა ექნებათ - ამ ინფორმაციას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

მათი თქმით, სააგენტო ნებას რთავს ზომიერი და მძიმე იმუნოდეფიციტის მქონე ადამიანებს, ვირუსისგან დაცვის მიზნით ვაქცინის მე-4 დოზა მიიღონ იმ შემთხვევაში, თუ მე-3 დოზის გაკეთებიდან ექვს თვეზე მეტი გავიდა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს მე-4 დოზის მიღების შესახებ ოფიციალური რეკომენდაცია არ გაუციათ, მათი თქმით, ეს თავად პაციენტის ექიმის გადასაწყვეტია.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვაქცინის მე-3 ე.წ. ბუსტერ დოზით ვაქცინაციის რეკომენდაცია აგვისტოში გასცა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა