პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შანტაჟი და უზურპაციაა

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შანტაჟი და უზურპაციაა, - ამის შესახებ პოლონეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სებასტიან კალეტამ განაცხადა.

„ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლო მთლიანად უგულებელყოფს და შეურაცხყოფს პოლონეთის კონსტიტუციას და საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებებს. ის მოქმედებს საკუთარი კომპეტენციის მიღმა და ბოროტად იყენებს ფინანსური ჯარიმებისა და დროებითი ზომების ინსტიტუტს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს სისტემაზე პოლონეთის გავლენისგან მოწყვეტის ოპერაციის მორიგი ეტაპი, ეს არის უზურპაცია და შანტაჟი“, - დაწერა მან Twitter-ზე.

ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს ყოველდღიურად, ჯარიმის სახით, 1 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სადამსჯელო ზომა ძალაში მანამდე დარჩება, სანამ ვარშავა არ დათანხმდება შეასრულოს ევროპული კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ივლისში გამოქვეყნებული განჩინება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დისციპლინური პალატის უფლებამოსილების დაუყონებლივ შეჩერებას ითვალისწინებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა