გიგი უგულავა - ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში

ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, -ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ზუგდიდში, ოპოზიციის აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში.

„როდესაც ხელისუფლებას უსინდისობის და მარაზმის მეტი არაფერი აქვს შესათავაზებელი, ჩვენი პასუხი მხოლოდ შეიძლება იყოს ერთი - ეს არის გამარჯვება. როდესაც ხელისუფლებას პედაგოგები, ექიმები, უბრალო სახელმწიფო მიხელეები 400 კმ-ზე მიჰყავს იმიტომ, რომ მარტო ტაში აკვრევინოს და ის ხალხი ტაშს არ უკრავს, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, გავათავისუფლოთ ის ხალხი, გავათავისუფლოთ ყველა ადამიანი, იმიტომ, რომ ეს ბრძოლა არის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარასდროს არავინ აღარ იყოს პოლიტპატიმარი, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს უკანასკნელი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში“,-განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ოპოზიცია იბრძვის არა ერთი პარტიის მეორით ჩანაცვლებისთვის, არამედ კოალიციური მმართველობისთვის. უგულავს შეფასებით, სწორედ ეს არის ის მმართველობა, რომელიც თითოეულ ადამიანს „სიკეთეს მოუტანს“.

„უბადრუკია ის ხელისუფლება, რომელსაც ჰგონია, რომ ხელისუფლების მიტინგები რაოდენობით იზომება. სამარცხვინოა ხელისუფლების მიტინგები იმის ნაცვლად, რომ ხალხის გასაჭირზე საუბრობდნენ, იმის მაგივრად, რომ ის ფული თუნდაც გაჭირვებული ადამიანებისთვის დაერიგებინათ, მაგრამ ამას თავი რომ დავანებოთ, ხელისუფლების მიტინგი არის მარაზმი, ჩვენ დავინახეთ, როგორ სწრაფად, უემოციოდ იშლებოდნენ ის ადამიანები. ჩვენ არ უნდა შევიზიზღოთ ის ხალხი, ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან“,-განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, დღეს მოქალაქეებს ხელისუფლების ეშინიათ და ეს საბოლოოდ უნდა დასრულდეს.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა