ნათია მეზვრიშვილი - „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს მმართველობის 9 წლის თავზე ისევ მიტინგების ენით ელაპარაკება, როგორც ჩანს, მომავალთან დაკავშირებით სათქმელი სხვა არაფერი დარჩა - აქციას ატარებს „ნაცმოძრაობის“ ჯიბრით

არ მეგულება ნორმალური ხელისუფალი, რომელიც პანდემიის პირობებში, ასეთ მძიმე ვითარებაში, მოძებნიდა რაიმე მიზეზს იმის გასამართლებლად, რომ მრავალათასიანი აქცია ჩაეტარებინა - „ქართული ოცნება“ ამ აქციას ატარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბრით , - ასე აფასებს „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნათია მეზვრიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ საარჩევნო შეკრებას.

მისი თქმით, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე, მსგავსი მასშტაბის აქციების გამართვაზე პასუხისმგებლობა მმართველ პოლიტიკურ ძალას ეკისრება.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება,“მისი მმართველობის 9 წლის თავზე, ისევ მიტინგების ენით საუბრობს.

„არ მეგულება ნორმალური ხელისუფალი, რომელიც პანდემიის პირობებში, ასეთ მძიმე ვითარებაში, მოძებნიდა რაიმე მიზეზს იმის გასამართლებლად, რომ მრავალათასიანი აქცია ჩაეტარებინა და ეს არ ეხება მხოლოდ „ოცნებას.“„ქართული ოცნება“ საკუთარ მოქალაქეებს ამ გადამწყვეტ მომენტში, მმართველობის 9 წლის თავზე, ისევ მიტინგების ენით ელაპარაკება, რადგან, როგორც ჩანს, მომავალთან დაკავშირებით ამ ადამიანებს სათქმელი სხვა არაფერი დარჩა. ხელისუფლებას ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრება. გასაგებია, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ უპასუხისმგებლოდ მოიქცა, - ხელისუფლებას, რომელსაც ეკისრება პანდემიის მმართველის ვალდებულება, მისი პასუხისმგებლობა უფრო მეტია. მიზეზი არ მეგულება, რომელიც მრავალათასიან აქციას გაამართლებს, მაგრამ ამას ატარებს „ნაციონალური მოძრაობის“ ჯიბრით“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა