სამართალდამცავები - იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო

45-კალიბრიანი „კოლტის“ რევოლვერი, რომელიც ფილმ "ჟანგის" გადასაღებ მოედანზე გამოიყენებოდა, საფუძვლიანად არ შემოწმებულა მანამ, სანამ მსახიობ ალეკ ბოლდუინს გადაეცა, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომლებმაც წინასწარი დასკვნები წარადგინეს.

სანტა ფეს ოლქის შერიფმა ადან მენდოზამ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ გადასაღებ მოედანზე უსაფრთხოების მიმართ თვითკმაყოფილ დამოკიდებულებას ჰქონდა ადგილი.

მან ასევე დაადასტურა, რომ იარაღმა ორი ადამიანის ხელში გაიარა მანამ, სანამ ალეკ ბოლდუინს გადასცემდნენ: მესაჭურვლე ჰანა გუტიერესის, რომელიც გადასაღებ მოედანზე იარაღის საკითხებზე იყო პასუხისმგებელი და რეჟისორის ასისტენტ დეივ ჰოლსის, რომელმაც იარაღი ბოლდუინს გადასცა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

კომპანია Rocket Soul Studios-მა ორი დღის წინ განაცხადა, რომ დეივ ჰოლსი იარაღთან დაკავშირებული ინციდენტის გამო 2019 წელს ფილმის გადაღების პროცესიდან დაითხოვეს.

სანტა ფეს ოლქის შერიფის განცხადებით, სისხლის სამართლის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის წაუყენებიათ, თუმცა მომავალში ეს გამორიცხული არაა.

ამასთან, ექსპერტები აცხადებენ, რომ ბალდუინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად სავარაუდო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ჰოლივუდის მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, რის შედეგადაც ოპერატორი ქალი გარდაიცვალა, ფილმის რეჟისორი კი - დაიჭრა. მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გასროლა განახორციელა იარაღიდან, რომელშიც ფუჭი ვაზნები უნდა ყოფილიყო. ინციდენტი ნიუ-მექსიკოს შტატში ვესტერნის ჟანრის ფილმის, „ჟანგის“ გადაღების მოედანზე მოხდა. ალეკ ბოლდუინს იარაღი რეჟისორის ასისტენტმა მიაწოდა და უთხრა, რომ უსაფრთხო იყო.

იხილეთ ვიდეო: სამართალდამცავები - იარაღი, საიდანაც ალეკ ბოლდუინმა გაისროლა, გულმოდგინედ შემოწმებული არ იყო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა