ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ნოებრამდე ჩაერთვება

ირანის ხელისუფლება საკუთარ ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებს ნოემბრის ბოლომდე განაახლებს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საერთაშორისო მოლაპარაკებებში ირანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ალი ბაღერი კანიმ განაცხადა.

ირანის წარმომადგენელმა შეხვედრა გამართა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილესთან, ენრიკე მორასთან და მხარეებმა მიმდინარე წლის ივნისში შეწყვეტილი მოლაპარაკებების განახლებაზე ისაუბრეს.

„ძალიან სერიოზული და კონსტრუქციული დიალოგი მქონდა ენრიკე მორასთან. შევთანხმდით, რომ მოლაპარაკებები ნოემბრის ბოლომდე დავიწყოთ,“- განაცხადა ალი ბაღერი კანიმ.

მისი თქმით, ზუსტი თარიღის შესახებ მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

საპასუხოდ, აშშ-მა ირანს მოუწოდა, „კეთილსინდისიერება“ გამოიჩინოს და 2015 წლის ბირთვული შეთანხმება სწრაფად აღადგინოს.

„ეს ფანჯარა სამუდამოდ ღია არ დარჩება, რადგან ირანი აგრძელებს ბირთვულ საკითხებზე პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას, ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ისინი ვენაში ჩავლენ სწრაფად და კეთილსინდისიერად მოსალაპარაკებლად“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, ვენის მოლაპარაკებები მიმდინარე წლის აპრილში ირანსა და 2015 წლის ბირთვული შეთანხმების ხუთ სხვა ხელმომწერს - გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთსა და რუსეთს შორის დაიწყო. ევროპელი დიპლომატები შუამავლის როლს ასრულებენ აშშ-სა და ირანს შორის, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა აშშ-სთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე. მოლაპარაკებები, რომლის მიზანია, ვაშინგტონი შეთანხებას დაუბრუნდეს და თეირანმა დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებები შეასრულოს, ივნისში მას შემდეგ შეწყდა, რაც ირანის პრეზიდენტად ებრაჰიმ რაისი აირჩიეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა