პორტუგალიის პარლამენტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა

პორტუგალიის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ანტონიო კოსტას მიერ შეთავაზებულ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა.

ბიუჯეტის წინააღმდეგ ხმა 117-მა დეპუტატმა მისცა, 108-მა კანონმდებელმა მის მიღებას დაუჭირა მხარი, 5-მა კი - თავი შეიკავა.

პორტუგალიის კონსერვატიულმა პრეზიდენტმა მარსელო რებელო დე სუზამ კენჭისყრის გამართვამდე პარლამენტი გააფრთხილა, რომ ბიუჯეტის პროექტის ჩაგდების შემთხვევაში ის საკუთარ უფლებამოსილებას გამოიყენებს, პარლამენტს დაითხოვს და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს დანიშნავს.

„ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, ან იქნება ბიუჯეტი, ან იქნება დაშლა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მედიის ინფორმაციით, ეს არის პირველი შემთხვევა 1974 წლიდან, როდესაც პორტუგალიაში ბიუჯეტი არ დაამტკიცეს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა