გენერალი მარკ მილი - ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელი გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა ძალიან შემაშფოთებელია.

გენერალმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩინეთის სამხედრო შეიარაღება ძალიან სწრაფად ფართოვდება. მისი თქმით, რაკეტამ სამიზნის მიღწევამდე დედამიწას დაბალ ორბიტაზე შემოუარა.

რაკეტის გამოცდის ფაქტს უარყოფს ოფიციალური პეკინი. მათი ცნობით, ჩინეთში არა ზებგერითი რაკეტა, არამედ კოსმოსური ხომალდი გამოცადეს.

21 ოქტომბერს, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტის გამოცდით შეშფოთებულია.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო