ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობამ“ დაითვალოს საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაითვალოს საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას, - ასე უპასუხა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა მმართველი პარტიის აქციაში გუშინ თავისუფლების მოედანზე.

კობახიძის თქმით, მისი განცხადება, რომ „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერების მობილიზებისთვის დასჭირდებოდათ იმდენი მძღოლი, რამდენი ადამიანიც „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯამში ჰყავდა გამოყვანილი აქციაზე, არ იყო მხოლოდ სიტყვის მასალა და გუშინ ეს ასეც მოხდა.

„რაც შეეხება საჯარო მოხელეებს, ერთი რომ, როდესაც ხდება ადამიანების იძულება, იქ მუხტი არ იქმნება ხოლმე და თქვენ ნახეთ გუშინ როგორი იყო მუხტი. გუშინ გახსოვთ, მათ შორის, შეძახილები „საქართველოს გაუმარჯოს!“ თქვენს აქციაზე როდესაც იყო ანალოგიური პათოსი, იქ ისმოდა შეძახილები „თავისუფლება მიშას“. იქით იდგა მიშა- თქვენი დამნაშავე ბელადი, აქეთ იდგა საქართველო, ეს არის განსხვავება ორ შეკრებას შორის“, - განაცხადა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა