უკრაინაში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების 26 071 შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდული რაოდენობაა ქვეყნისთვის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ 19-ს კიდევ 576 ადამიანი ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში კოვიდ-19-ით 2 851 804 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 66 204 დაიღუპა, 2 411 711 კი - გამოჯანმრთელდა.
გამოცემა Bloomberg-ის ინფორმაციით, უკრაინაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 17.1 %.