პაატა მანჯგალაძე - ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებას, რაც ნიშნავს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის მხარდაჭერას

თუ ოპოზიციური პარტია 41 ნომერს უჭერს მხარს ან ნეიტრალურია ამ ნომრის მიმართ, ეს ნიშნავს, რომ ის ალიანსშია ხელისუფლებასთან და არ არის რეალურად ოპოზიცია - მეორე ტურში ჩვენ ყველა ოპოზიციურ კანდიდატს ვუჭერთ მხარს მიუხედავად რიგითი ნომრისა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებებისთვის ბრძოლის მთავარი ხაზი 30 ოქტომბერზე გადის.

„მართალია ჩვენ არ ვმონაწილეობთ „ჩრდილოვან კაბინეტში“ და თანამდებობების გადანაწილებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი" გამოეთიშა ბრძოლის მთავარ ხაზს, რომელიც გადის 30 ოქტომბერზე ნამდვილად. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენი კომისიის წევრებს ყველამ მოიხადონ ვალი ქვეყნის წინაშე. არცერთი ხმა 41- ს, ჩვენ ერთგული ვართ ამ დაპირების, მხარს ვუჭერთ ოპოზიციურ კანდიდატებს, მიუხედავად ჩვენი საარჩევნო რიგითი ნომრისა. „ქართულ ოცნებას" ვნახეთ, რომ დიდი ადმინისტრაციული რესურსი, "შავი ფულით" მოსყიდული ადამიანების რაოდენობა გააჩნია და ამას სჭირდება ორგანიზებულობა და მობილიზებულობა, რომ ვაჯობოთ ამას. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებას, რაც ნიშნავს ყველა შემთხვევაში ოპოზიციისთვის მხარდაჭერას,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა