რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდულად მაღალი დღიური რაოდენობა დაფიქსირდა

რუსეთში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 40 096 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 8 392 697-მდე გაიზარდა.

ამასთან, რუსეთში, ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 1159 ადამიანი ემსხვერპლა, რაც ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დროიდან. რუსეთში ჯამში, ვირუსს 235 057 ადამიანი ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, გაუარესებული ეპიდვითარების ფონზე რუსეთში ერთკვირიანი არასამუშაო რეჟიმი გამოცხადდა, რომელიც 30 ოქტომბერს დაიწყება და 7 ნოემბრამდე გაგრძელდება.

ამასთან, ქვეყნის დედაქალაქში, მოსკოვში დღეიდან 7 ნოემბრამდე ნაწილობრივი „ლოქდაუნი“ იმოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო