ლევან იოსელიანის შეფასებით, გაუგებარია ის გაჯიუტება, რაც მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეხება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის შეფასებით, აბსოლუტურად გაუგებარია ის გაჯიუტება, რაც მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანას ეხება. იოსელიანის თქმით, თუკი პატიმარს ის მომსახურება სჭირდება, რომელსაც პენიტენციურ დაწესებულებაში ვერ უწევენ, მაშინ კერძო კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

"ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობა აქვს იმ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც საქართველოში მიმდინარეობს და ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია სააკაშვილი და მისი ჯანმრთელობა. ამაზე თვალის დახუჭვა, იგნორირება სწორი არ არის. საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, კითხვები არ უნდა იყოს, მაგრამ ამავე დროს, ეს აჟიოტაჟისა და მანიპულაციის საშუალება არ უნდა გახდეს. ადვოკატად ვმუშაობდი როგორც წინა, ასევე ამ ხელისუფლების დროს. წინა ხელისუფლების დროს პატიმრის საპატიმროდან გამოყვანა და კერძო კლინიკაში გადაყვანა რთული ამბავი იყო და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელიც კი, რაც არ უნდა საჭიროება ყოფილიყო. ტუბერკულოზიანი პატიმარი მყავდა და სამწუხაროდ, კერძო კლინიკაში ვერ გადავიყვანე. ეს შემთხვევა რთულად დასრულდა. “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ისეთი პატიმრები მყავდა, რომლებიც კერძო კლინიკაში გადამიყვანია და სერვისი მიუღიათ. კერძო კლინიკაში გადაყვანა სასჯელის მოხსნას არ გულისხმობს, ეს ხდება სპეციალური სერვისის მიღებით, გამოკვლევის ჩატარებით და ისევ საპატიმროში დაბრუნებით. ისეთი რამე არ არსებობს, რომ ადამიანმა სასჯელი კერძო კლინიკაში მოიხადოს, მაგრამ ისიც წარმოუდგენელია, რომ თუ კონკრეტული სერვისი ესაჭიროება უარი ეთქვას მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმეს არ უნდა, ამისგან აჟიოტაჟი შეიქმნას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა