საფრანგეთმა საკუთარ ტერიტორიულ წყლებში ბრიტანული თევზსაჭერი გემი დააკავა

საფრანგეთმა ბრიტანული ტრალერი დააკავა, რომელიც მის ტერიტორიულ წყლებში ლიცენზიის გარეშე თევზაობდა, მეორე გემს კი გაფრთხილება მისცა.

საფრანგეთის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილების გამო, რომელმაც უარი განაცხადა მისი მეთევზეებისთვის ბრიტანეთის წყლებში ოპერირებისთვის საჭირო სრული რაოდენობის ლიცენზიები მიეცა, საპასუხო ზომებს მიიღებდა იმ შემთხვევაში, თუ მხარეები მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ მიაღწევდნენ. საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ საფრანგეთში შესულ ბრიტანულ საქონელზე 2 ნოემბრიდან დამატებით საბაჟო შემოწმებას დააწესებდა. ის ასევე განიხილავს სანქციების მეორე რაუნდს და არ გამორიცხავს ელექტროენერგიის ბრიტანეთში ექსპორტის საკითხსაც გადახედოს. ბრიტანეთში კი აცხადებენ, რომ საფრანგეთის მიერ დაგეგმილ ნაბიჯებს საპასუხო ქმედებები მოჰყვება.

"ეს არ არის ომი, მაგრამ ეს არის ბრძოლა", - განაცხადა საფრანგეთის მინისტრმა საზღვაო საკითხებში ანიკ ჟირარდენმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისს გემის დაკავებასთან კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა