ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გუშინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაში დაახლოებით 150 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გუშინ მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ აქციაში დაახლოებით 150 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ მთელმა მსოფლიომ იხილა ხალხის ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას მოუწევს დაემორჩილოს საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილებას.

„დაახლოებით 150 ათასი ადამიანი გამოვიდა გუშინ. თქვენ რაც არ უნდა ტყუილები ილაპარაკოთ, მთელმა მსოფლიომ ნახა გუშინ ჩვენი ხალხის ძალა, ასე რომ, მოგიწევთ ყველას, დაემორჩილოთ ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებას",- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა