ჯუანშერ ბურჭულაძე - დღეს კიდევ ერთი ისტორიული საწარმო გაიხსნა "დელტაში", რომელიც ნატო-ს სტანდარტის შაშხანებს დაამზადებს

დღეს კიდევ ერთი ისტორიული საწარმო გაიხსნა "დელტაში", რომელიც ნატო-ს სტანდარტის შაშხანებს დაამზადებს, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ქართულ-ებრაული საწარმო „დელტა სიეიეის“ გაიხსნაზე განაცხადა.

როგორც მინისტრმა განმარტა, ადგილზე ნატო-ს სტანდარტის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებენ.

„ეს არის ნატო-ს სტანდარტით ყველაზე მიღებული შაშხანა, რომელიც იწარმოება საქართველოში, ჩვენ მიერ დაფუძნებულ საწარმოში, ისრაელის კომპანიასთან ერთად, რომელიც ფლობს რამდენიმე ნაწარმის ექსკლუზივს მსოფლიო მასშტაბით, ჩვენ დღეს დავიწყეთ აღნიშნულის წარმოება საქართველოში.

ეს არის კიდევ ერთი პროექტი, რომელიც „დელტაში“ წარმატებით განხორციელდა, თქვენ იხილეთ ჩვენ მიერ გარემონტებული "სუ25"-ები, თქვენ მალე იხილავთ ჩვენ მიერ გარემონტებულ ვერტმფრენს, რომელიც მალე შევა ექსპლუატაციაში. დღეს კიდევ ერთი ისტორიული საწარმო გაიხსნა „დელტაში“, რომელიც დაამზადებს ნატო-ს სტანდარის ტიპის შაშხანებს, ასევე მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დღეს დაპროექტდა და სატესტო რეჟიმში გამოვიტანეთ, 81 და 60-კალიბრიანი ნაღმსტყორცნები, ეს ასევე არის ნატო-ს ახალი სტანდარტი, რომელზეც გადავა ჩვენი შეიარაღებული ძალები",- განაცხადა ბურჭულაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა