ჩინეთის საგარეო უწყება - ჩინეთი ტაივანსა და აშშ-ს შორის ნებისმიერი სახის სამხედრო კონტაქტს მტკიცედ ეწინააღმდეგება

ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით შეერთებულ შტატებსა და ტაივანს შორის ოფიციალურ თანამშრომლობას და ნებისმიერი ფორმის სამხედრო კონტაქტს, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ვან ვენბინმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთი ასევე ეწინააღმდეგება „აშშ-ის ჩარევას ჩინეთის საშინაო საქმეებში და პროვოკაციისა და პრობლემის გამოწვევის მცდელობებს“.

„ერთი ჩინეთის პრინციპი აშშ-ჩინეთის ურთიერთობების პოლიტიკური საფუძველია. შეერთებულმა შტატებმა სათანადოდ უნდა შეაფასოს ჩინელი ხალხის გადაწყვეტილება, დაიცვან ეროვნული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ვან ვენბინის კომენტარი მოჰყვა ტაივანის პრეზიდენტის, ცაი ინ-ვენის მიერ ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომ ამერიკელი სამხედროები ტაივანში სამხედროების წვრთნებს ახორციელებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა