„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განცხადებით, დღითიდღე იზრდება სანდოობა და საზოგადოების ინტერესი მედიაციის პროფესიის მიმართ

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ განცხადებით, დღითიდღე იზრდება სანდოობა და საზოგადოების ინტერესი მედიაციის პროფესიის მიმართ. ამასთან იზრდება მოთხოვნა დაინტერესებულ პირთა მხრიდან, მიიღონ პრესტიჟული და საპასუხისმგებლო მედიატორის სტატუსი.

ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის განმარტებით, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მიერ განისაზღვრა მედიაციის პროფესიაში შესვლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მედიატორთა პროფესიული სტანდარტი, რომლის შემუშავებაც განხორციელდა უცხოელი ექსპერტების ჩართულობით.

„აღნიშნული დებულება კი დამტკიცებულ იქნა საერთო კრების მიერ 2020 წლის 27 ივნისს. დებულების თანახმად პროფესიაში შესვლა უკავშირდება სამი საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით გავლას.

2021 წლის მაისის თვეში ასოციაციამ პირველად განახორციელა სერტიფიცირების პროგრამის დებულების შესაბამისად, მედიატორობის მსურველი პირების პრაქტიკულ უნარ-ჩვევების შემოწმება. აღნიშნული პროცესი განხორციელდა წარმატებით და ასოციაციამ უზრუნველყო 96 მედიატორობის მსურველი პირის პრაქტიკულ უნარ-ჩვევების შემოწმება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასოციაციის თავმჯდომარის ირაკლი ყანდაშვილის ინფორმაციით, „საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ“ მედიატორთა სერტიფიცირების პროგრამის წესის თანახმად, უკვე დაიწყო მეორე (საშემოდგომო) ნაკადზე რეგისტრირებულ დაინტერესებულ პირთა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებში შემოწმების პროცესი.

„აღნიშნული პროცესის წარმატებით გავლა კი საწინდარია პროფესიაში კიდევ ახალი კვალიფიციური მედიატორების შემოსვლის. „საქართველოს მედიატორთა ასოციაცია“ წარმატებებს უსურვებს თითოეულ მედიატორობის მსურველ პირს”, - აღნიშნულია „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა